• About project

About project

ima.ge არის ინტერნეტ-გაყიდვების ერთიანი სისტემა, რომელიც ემსახურება სავაჭრო ობიექტებს (მაღაზიებს).

გაწევრიანებულ მაღაზიებს ima.ge სთავაზობს:

•          ინტერნეტსივრცეს, სადაც გაიყიდება მაღაზიის მიერ გამოფენილი პროდუქცია.

•          ონლაინგადახდის ერთან სისტემას, რომელშიც გერთიანებული იქნება გადახდის ყველა შესაძლო საშუალება

•          მოქნილ და ოპერატიულ საკურიერო სერვისს

•          მძლავრ ინტერნეტ და მედია რეკლამას

•          ima.ge -ს ბონუს სისტემას, რომელიც მომხმარებელს დამატებით სტიმულს მისცემს სისტემაში წარმოდგენილი მაღაზიების პროდუქციის შეძენისთვის

გაწევრიანებული მაღაზიები წარმოდგენილნი არიან ima.ge - ს ვებგვერდზე -  სპეციალურად გამოყოფილ ბიზნეს ოთახებში, სადაც განთავსდება მაღაზიის სახელწოდება, სავაჭრო ნიშანი, ლოგო, ადგილმდებარეობის რუქა, საკონტაქტო მონაცემები, აისახება მაღაზიის სეილი და პრომო აქცია.

ima.ge - ს მეშვეობით გაცილებით ადვილი, მოსახერხებელი და მიმზიდველია ყიდვის პროცესი.

ადვილი – მომხმარებელს შეეძლება მინიმალური ძალისხმევით (ინტერნეტით) დაათვალიეროს და შეიძინოს თბილისში გაბნეული მაღაზიების პროდუქცია.

მოსახერხებელი -  შეკვეთა განახორციელოს მისთვის კომფორტულ გარემოში (სახლში ან ნებისმიერ სხვა ადგილას) და მიიღოს შეძენილი პროდუქცია სასურველ მისამართზე უმოკლეს დროში.

მიმზიდველი – მოცემული სერვისი უზრუნველყოფს შეძენილი პროდუქციის მისამართზე მიწოდებას იმ ფასად, რომელიც არ აღემატება მის რეალურ ალტერნატივას.

ima.ge –ს მიზანია დაზოგოს მომხმარებლის დრო, ენერგია და რაც მთავარია ფინანსები.

ima.ge მანძილს აუქმებს მომხმარებელსა და მაღაზიას შორის და თავად მაღაზიას აძლევს შესაძლებლობას, შევიდეს ნებისმიერი მომხმარებლის სახლში, იქ მოახდინოს თავისი საქონლის წარდგენა ინტერნეტის საშუალებით და შეძენის შემთხვევაში, უმტკივნეულოდ უზრუნველყოს მისი ადგილზე მიტანა.

სისტემაში გაწევრიენებულ მაღაზიებს ეწვევა მრავალი მომხმარებელი, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას სხვადასხვა ხელისშემშლელი მიზეზის (თუნდაც ტერიტორიული განლაგების ან დროის დეფიციტის) გამო.

მაღაზიის ნებისმიერი სიახლე - ახალი კოლექციის გამოფენა, ფასდაკლება ან სხვა პრომო აქცია მყისიერად აისახება ima.ge - ს სისტემაში. ამასთან ერთად, სისტემის მომხმარებელს, ინფორმაცია მიეწოდება ელექტრონულ ფოსტაზე წერილების და მობილურ ტელეფონებზე sms-ის სახით.