• Delivery options

Delivery options

მიწოდების დრო

ima.ge - ზე შეძენილი პროდუქცია მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მისთვის სასურველ დროს. დროის და თარიღის არჩევა ხდება შეკვეთის გაფორმებისას, სადაც მოცემულია დროის 2-2 საათინი შუალედები (მაგ: 14:00 – 16:00).  სურვილისამებრ მყიდველს შეუძლია მონიშნოს მისთვის ხელსაყრელი დროის შუალედი და მიიღოს ნაყიდი პროდუქცია ზედმეტი ლოდინის გარეშე.  

მიწოდების ღირებულება მერყეობს 0.00 - 6.00 ლარამდე. ზუსტად გამოითვლება თვითოეული მაღაზიიდან შეძენილი საქონლის ჯამური ღირებულებიდან გამომდინარე. მაგ:

 

შეკვეთა N: 1

მაღაზია - ა)

             პროდუქტების საერთო ღირებულება                        10.00ლ

             მიწოდების ღირებულება                                           4.00ლ

                  სულ:                                                                14.00ლ

 

შეკვეთა N: 2

მაღაზია - ა)

             პროდუქტების საერთო ღირებულება                        10.00ლ

             მიწოდების ღირებულება                                            4.00ლ

მაღაზია - ბ)

             პროდუქტების საერთო ღირებულება                       150.00ლ

             მიწოდების ღირებულება                                             0.00ლ

                  სულ:                                                                  164.00ლ

 

შესყიდული პროდუქტის მიღება/ჩაბარება 

შესყიდული პროდუქცია შეიძლება ჩაბარდეს უშუალოდ მყიდველს ან სხვა პიროვნებას, რომელსაც მყიდველი მიუთითებს შეკვეთის გაფორმებისას. შეკვეთილი საქონლის ჩასაბარებლად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

პროდუქციის ჩაბარებისას ხდება მისი ხარისხიანობის შემოწმება და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელისმოწერით მყიდველი ადასტურებს რომ შესყიდული პროდუქცია მიიღო და კმაყოფილია საქონლის ვიზუალური და ფუნქციაური მახასიათებლებით, ეთანხმება რომ პროდუქციის აღწერილობა, რომელიც განთავსებული იყო ima.ge - ზე მაღაზიის მიერ, შეესაბამება მიღებული საქონლის რეალურ სახეს.

მიღება-ჩაბარების აქტზე ხელისმოწერა არ აბათილებს შესყიდული პროდუქციის საგარანტიო პირობებს - ასეთის არსებობის შემთხვევაში.