IMAGE logo
  • Payment methods

Payment methods

შპს „იმიჯი“ თანამშრომლობს რა უსაფრთხო გადახდის სისტემის მქონე კომპანიებთან, მოწმდება მომხმარებლის შეკვეთა, საკრედიტო და სადებიტო ბარათების ინფორმაცია მომხმარებლის შეკვეთის დამტკიცებისათვის. შემოწმების დადებითად დასრულდებისთანავე ima.ge-დან მომხმარებელს ეგზავნება დამადასტურებელი შეტყობინება ელ-ფოსტის საშუალებით მომხმარებლის ელ-ფოსტის მისამართზე, რომელიც სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას იქნა მოწოდებული.

მომხმარებლის შეკვეთა ხდება მორიგი შემოწმების საგანი. შეკვეთის წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შეკვეთის დამადასტურებელ წერილს ელ-ფოსტით. ეს იქნება მომხმარებლის შეკვეთის დადასტურება და იურიდიული ვალდებულებების შეთანხმება მომხმარებელსა და შპს „აილაიფს“ შორის.

თუ მომხმარებლის შეკვეთა შეიცავს ფარმაცევტულ პრეპარატებს მაშინ შეკვეთა დამატებით იქნება შემოწმებული გამყიდველი კომპანიის ფარმაცევტის მიერ. დადებითი პასუხის შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტები მიღებული იქნება შეკვეთაში.

შპს „იმიჯი“ იტოვებს უფლებას შეზღუდოს ნივთების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ხელმისაწვდომია მაღაზიის მიერ გასაყიდად ნებისმიერი ინდივიდუალური მყიდველისათვის. ყველა შეკვეთა არის ხელმისაწვდომობის საგანი. თუ მომხმარებლის შეკვეთა ვერ სრულდება მომხმარებელს შესთავაზებენ ალტერნატივას ან თანხის სრულად დაბრუნებას.

ვებ-გვერდ ima.ge-ზე გადახდა შესაძლებელია ძირითადი საკრედიტო და სადებიტო ბარათებით. გადასახადი იქნება ჩამოჭრილი მომხმარებლის ანგარიშიდან თქვენი შენაძენის გამოგზავნამდე.

საკერდიტო და სადებიტო ბარათების მფლობელები გადიან ბარათის გამცემი ორგანიზაციის ავტორიზაციას. შპს „აილაიფ’-მა შესაძლებელია გადასცეს მომხმარებლის შეკვეთა კორუფციისა და თაღლითობის აღკვეთის სამსახურს რათა მომხმარებელმა უსაფრთხოდ განახორციელოს ტრანსაქცია. შპს „აილაიფმა“ ასევე შეიძლება გადასცეს შესაბამის ორგანოებს თქვენი პირადი მონაცემები (დაბადების თარიღი, მისამართი და შენაძენის საფასური). ამ მიზეზით გამოწვეულ შეფერხებებზე შპს „იმიჯი“ პასუხიმგებელი არ არის. გადაცემული ინფორმაცია შეიძლება ინახებოდეს ორგანოებში სამომავლო სავარაუდო გადამოწმებისათვის სხვა ორგანოების მიერ. თუ საკრედიტო ან სადებიტო ბარათი ვერ გადის მისი გამცემი ორანიზაციის ავტორიზაციას მაშინ შეკვეთის მიწოდება არ განხორციელდება. შეკვეთის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.