• Purchase

Purchase

მომხმარებელი ვებ-გვერდ ima.ge - ზე შესვლისას ან პროდუქტის ყიდვისას  ეთანხმება ima.ge - ს პირობებს.

ვებ-გვერდ ima.ge - ზე წარმოდგენილი პროდუქცია საქართველოს ტერიტორიაზე გასაყიდადაა წარმოდგენილი. მომხმარებლები რომლებიც შეიძენენ ima.ge -ზე წარმოდგენილ პროდუქციას საქართველოს საზღვრებს გარეთ პასუხისმგებელნი არიან რომ მათი ამგვარი ქმედება არ სცილდებოდეს იმ ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებს.

ვებ-გვერდ ima.ge -ზე  განთავსებული პროდუქცია, მისი წარდგენის, შეყიდვის და/ან მომსახურების  პირობები, კონტრაქტები მომწოდებლებთან და მათი პირობები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

შესაბამისი კონტრაქტები შედგენილ იქნება ქართულ ენაზე თუ სხვაგვარად არ იქნა მითითებული.

ima.ge - ს მენეჯმენტს ყველა საშუალება აქვს გამოყენებული იმისათვის რომ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს სრულყოფილი. მიუხედავად ამისა ჩვენ ვერ ვიქნებით გარანტი იმისა რომ ინფორმაცია იქნება შეუწყვეტელი და უშეცდომო. შესაბაისად, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში შპს „იმიჯი“ არ იქნება პასუხისმგებელი იმ ზიანისათვის რომელიც მოყენებულ იქნა ინტერნეტ წვდომის გაუმართაობის ან განთავსებული ინფორმაციის არასულყოფილების გამო.

ვებ-გვერდ ima.ge – ზე არსებული ბმულები ზოგიერთ შემთხვევაში მიუთითებენ სხვა ვებ-გვერდებს, რომლებიც არ არიან კონტროლირებულნი შპს „იმიჯის“ მიერ და შესაბამისად მათი გააქტიურებისას გადასვლა ხდება სხვა ვებ გვერდზე.  ამ ვებ-გვერდების შემადგენლობა სცილდება შპს „იმიჯის“ კონტროლის ფარგლებს.

ჩვენ შეგვიძლია თქვენთვის ხალმიაწვდომი გავხადოთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეკუთვნის ან იმართება მესამე პირის მიერ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ მესამე პირის მიერ მიღებული პირობების გათვალისწინებით.

თქვენი კორესპონდენცია ან სარეკლამო აქციებში მონაწილეობა, ან საქმიანი გარიგებები რეკლამის დამკვეთთან, რომელიც ნაპოვნია ვებ-გვერდის საშუალებით, არის მხოლოდ თქვენსა და  ამგვარი რეკლამის დამკვეთს შორის. თქვენ ეთანხმებით რომ  შპს „იმიჯი“ არ არის პასუხისმგებელი ასეთი გარიგებიდან გამომდინარე ნებისმიერ დანაკარგსა და ზიანზე, როგორც შედეგი ამგვარი გარიგებისა ან როგორც შედეგი ამ ვებ-გვერდზე ამგვარი რეკლამის დამკვეთის არსებობისა.

აღნიშნული პირობები უნდა იყოს მართული და განხილული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ ამ ზოგადი პირობების რომელიმე დებულება იქნება უკანონო, გაუქმებული ან რაიმე მიზეზით შეუსრულებელი, მაშინ  აღნიშნული დებულება მოინიშნება და გავლენას არ იქონიებს დანარჩენი დებულებების კანონიერებაზე.

შპს „იმიჯი“ იტოვებს უფლებას დროდადრო შეცვალოს ზოგადი პირობები და განათავსოს ახალი პირობები თავის ვებ-გვერდზე - ima.ge.

 

სამარკო ნიშნები

ima.ge - ზე გამოყენებული ყველა ბრენდის, პროდუქტის, სერვისის სახელი და საავტორო უფლება წარმოადგენს თავიანთი მფლობელების სავაჭრო და სერვის ნიშანს, სავაჭრო სახელსა და საავტორო უფლებას. შპს „იმიჯი“ არ გასცემს ბრენდის, პროდუქტის, სერვისის სახელისა და საავტორო უფლების გამოყენების არანაირ ნებართვას ნებისმიერ მესამე პირზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედება ჩაითვლება მფლობელის საავტორო უფლებების დარღვევად.

 

საავტორო უფლებები

ima.ge-ზე არსებული ყველანაირი დიზაინი, ტექსტი, გრაფიკა,  მათი შერჩევა და განლაგება არის დაცული შპს „იმიჯის“ საავტორო უფლებით. ნებადართულია ელექტრონული კოპირება ან საიტის გარკვეული ნაწილის ამობეჭვდა მხოლოდ პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის. ვებ გვერდის მასალების სხვა სახით გამოყენება შპს „იმიჯის“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია.

 

ფერების აღქმა/რეპროდუქცია 

შპს „იმიჯი“ არ იშურებს ძალისხმევას რათა ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის ფერები შეესაბამებოდეს სინამდვილეს. გასათვალისწინებელია: სხვადასხვა კომპიუტერები და მობილური ხელსაწყოები სხადასხვაგვარად წარმოაჩენს ფერებს რის გამოც ინტერნეტის საშუალებით ფერების აბსოლუტური დამთხვევა  შეუძლებელია.

ეს იმის მანიშნებელია რომ თქვენს მიერ მაღაზიიდან შეკვეთილი პროდუქტის ფერი შესაძლებელია განსხვავდებოდეს ეკრანზე წარმოჩენილი ფერისაგან.

‘სიახლე’ ნიშნავს - წარმომდგენელი მაღაზიის პროდუქცია ახალია და ის ძირეულად განსხვავდება ადრე არსებული პროდუქციისაგან. ‘სეილი’ ნიშნავს - წარმომდგენელი მაღაზია ახორციელებს აქციას ფასდაკლების ან სხვა შეღავათიანი შემოთავაზების სახით.

 

ფასები

შპს „იმიჯი“ ზრუნავს ვებგვერდ ima.ge-ზე განთავსებული პროდუქციის ფასების სისწორეზე. დროთა განმავლობაში  პროდუქციის ფასები შეიძლება შეიცვალოს. თუკი რეგულარული შესყიდვებისათვის მომხმარებელი იყენებს ფავორიტების ან სურვილების სიას, ხელახალი შეკვეთის განთავსებისას ფასები შეიძლება იყოს შეცვლილი. პროდუქციის განახლებული ფასების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდ ima.ge-ზე პროდუქციის კატალოგში.

იმ პროდუქტის ფასი რომელიც ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას ვებგვერდზე წარმოდგენილია დღგ-ს ჩათვლით. შპს „იმიჯის“ ვებგვერდზე წარმოდგენილი პროდუქციის პრომო აქციები ვრცელდება მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე და შესაძლებელია არ ემთხვეოდეს პროდუქციის მომწოდებელი მაღაზიის პრომო აქციას და პირიქით.

 

ფორს მაჯორული სიტუაცია

შპს „იმიჯი“ (ima.ge) არ არის პასუხისმგებელი კონტრაქტული ვალდებულებების მიმართ რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იყო შპს „იმიჯისგან“ დამოუკიდებელი და უმართავი გარემოებების გამო. (ფორს-მაჯორული სიტუაცია)

ფორს მაჯორული სიტუაცია მოიცავს იმ გარემოებას, ქმედებას და/ან შემთხვევას რომელიც არ ექვემდებარება მართვას შპს „იმიჯის“ მხრიდან. ფორს მაჯორული სიუტაციები არ იფარგლება ქვემოთ მოცემული ჩამონათვლით: 

ა) გაფიცვა, და სხვა ინდუსტრიული შეფერხება

ბ) მასიური საზოგადოებრივი წესრიგის  დარღვევა, სამოქალაქო მღელვარება, ამბოხება, შემოსევა, ტერორისტული აქტი, ომი ან ომისათვის მზადება.

გ) ხანძარი, აფეთქება, ქარიშხალი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ეპიდემია და სხვა ბუნებრივი მოვლენები

დ) სატრანსპორტო სისტემების მწყობრიდან გამოსვლა.

ე) საკომუნიკაციო სისტემების მწყობრიდან გამოსვლა.

ვ) ცვლილებები კანონმდებლობაში როგორც საქართველოს ასევე მის ფარგლებს გარეთ.

შპს „იმიჯი“ შეწყვეტს კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებეის შესრულებას ფორს-მაჯორული სიტუაციის დასრულებამდე და კონტრაქტული ვალდებულებების შესრულება გადაიწევს იმ დროით რაც საჭირო იქნება შპს „იმიჯის“ ფუნქციონალურობის აღსადგენად.

შპს „იმიჯი“ იხმარს ყველა ღონეს იმისათვის რომ შეუფერხებლად განაგრძოს ფუნქციონალურობა თუნდაც ფორს მაჯორულ სიტუაციაში და შეასრულოს კონტრაქტული ვალდებულებანი ფორს მაჯორული სიტუაციების მიუხედავად.