IMAGE logo

    საკურიერო მომსახურება


    კომპანია IMAGE-ი თანამშრომლობს საქართველოში წარმოდგენილ ყველა მსხვილ საკურიერო სერვისთან, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მიწოდების ყველაზე სწრაფი და, ამავე დროულად, საიმედო სერვისის შეთავაზების საშუალებას.


    გზავნილის კონტროლი


    IMAGE-ზე ყველა გზავნილი კონტროლდება!
    შეამოწმე შენი შეკვეთის ადგილმდებარეობა:

    მაგალითად: DA007699682GE

    მიწოდება საქართველოში


    თბილისი
    1-24 საათი
    სხვა ქალაქები
    1-2 სამუშაო დღე
    სოფლები
    2-5 სამუშაო დღე
    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ IMAGE-ზე განთავსებული ყველა მაღაზიიდან შეკვეთის მიწოდების დრო ინდივიდუალურია. რეალური მიწოდების თარიღის გამოთვლა/შერჩევა შესაძლებელია შეკვეთის გაფორმების დროს.

    მიწოდება 2 საათში


    IMAGE-დან ექსპრეს მიწოდება შესაძლებელია 2 საათშიც!
    ფასიანი ექსპრეს მიწოდება მოქმედებს თბილისში. მიწოდების საფასურის გამოთვლა ხორციელდება ავტომატურად ჩატში შეკვეთის გაფორმების შემდეგ.

    უფასო მიწოდება


    IMAGE-დან უფასო მიწოდება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით!
    მიწოდება ხორციელდება საცხოვრებელ/სამუშაო მისამართებზე ან სერვის-ცენტრებში.

    მიწოდების პირობები


    მიწოდების დრო და მომსახურების საფასური

    ima.ge -ზე შეძენილი ნივთის მიწოდება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და სოფელში, აგრეთვე - მსოფლიოს 189 ქვეყანაში. მიწოდების საფასურის და თარიღის გამოანგარიშება ima.ge-ზე ხდება ავტომატურად და დამოკიდებულია მიწოდების ქვეყნის, ქალაქისა და შეძენილი პროდუქციის წონა/ზომაზე. კომპანია „იმიჯი“ პასუხისმგებლობას იღებს მასზედ, რომ გზავნილის მიწოდება განხორციელდება არაუგვიანეს საიტზე მითითებული თარიღისა (გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციებისა).

    მიწოდების წესები თბილისში

    ქალაქ თბილისში გზავნილი ბარდება პრინციპით "ხელიდან-ხელში". ნივთის ჩაბარება შეუძლია შეკვეთაში მითითებულ მისამართზე მყოფ ნებისმიერ სრულწლოვან პირს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში. მიწოდება ხორციელდება დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიწოდების ზუსტი დრო გაწერილია შეკვეთაში.

    ადრესატის მისამართზე არ ყოფნის შემთხვევაში (გარდა ექსპრეს მიწოდების) ხორციელდება განმეორებითი ვიზიტი მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ვიზიტის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, შეკვეთილი პროდუქცია უბრუნდება გამყიდველს. შეკვეთის თავიდან მიწოდების მიზნით მომხმარებელი უკავშირდება კომპანია "იმიჯს". თავიდან მიწოდებაში დამატებით გაწეული ხარჯის ანაზღაურება ეკისრება მომხმარებელს წინასწარი გადახდის პრინციპით. 

    მიწოდების წესები რეგიონებში

    საქართველოს სხვა რეგიონებში გზავნილი იგზავნება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე, ერთჯერადი მიწოდების პრინციპით. ადრესატის ადგილზე არ ყოფნის ან არასრული/ზუსტი მისამართის შემთხვევაში, ამანათი შეინახება 30 დღის განმავლობაში, დანიშნულების მისამართთან მდებარე საქართველოს ფოსტის უახლოეს ფილიალში. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი გზავნილს არ მოაკითხავს, გზავნილი ავტომატურად დაბრუნება მაღაზიაში. თავიდან მიწოდებაში დამატებით გაწეული ხარჯის ანაზღაურება ეკისრება მომხმარებელს წინასწარი გადახდის პრინციპით. 

    მიწოდების გარანტია

    კომპანია „იმიჯი“ პასუხისმგებელია ima.ge-ზე გაწევრიანებული მაღაზიებიდან ნაყიდი პროდუქციის დროულ მიწოდებაზე. კომპანია იღებს პასუხისმდებლობას და აძლევს მომხმარებელს ima.ge-ზეშეძენელი პროდუქციის მიწოდების (შეთანხმების მოშლის შემთხვევაში - თანხის დაბრუნების) სრულ გარანტიას.

    მომხმარებლისთვის ამგვარი გარანტიის მიცემა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:ima.ge-ზე გაწევრიანებული გამყიდველები ანაზღაურებას იღებენ მხოლოდ შეკვეთის ადრესატზე ჩაბარებისა და მიწოდების დადასტურების შემდგომ. ნივთის ჩაბარებამდე მომხმარებლის თანხა ინახება კომპანია "იმიჯის" საბანკო ანგარიშზე. ამგვარად გამყიდველი დაინტერესებულია ვალდებულებების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

    1. კომპანია "იმიჯი" თანამშრომლობს მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო საკურიერო ორგანიზაციებთან - TNT-საქართველო, Glovo, CityExpress, OnWay და საქართველოს ფოსტა. შპს „იმიჯის“ შეკვეთების ხარისხიან და დროულ მიწოდებაზე პასუხისმგებლობას იღებენ ხსენებული კომპანიები, "იმიჯისთან" გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.

    2. თითოუელ შეკვეთას ენიჭება უნიკალური კოდი და მისი ადგილმდებარეობის თვალყურის დევნება შესაძლებელია შპს "იმიჯისა" და მისი პარტნიორი კომპანიების საიტების მეშვეობით.

    პროდუქციის ჩაბარების წესები

    საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი პროდუქციის ჩაბარება შეუძლია დანიშნულების მისამართზე მყოფ ნებისმიერ სრულწლოვან პირს. იმ შემთხვევაში თუ დანიშნულების მისამართი არის ფოსტის ფილიალი - ნივთი ჩაბარება შესაძლებელი ხდება მხოლოდ შეკვეთაში მითითებული ადრესატის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენით.